გურჯაანის რაიონში საბავშვო ბაღი დაარბიეს

277
avia biltebi

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს. ფაქტის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მისულებს ბაღის ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საბავშვო ბაღიდან მოპარული არაფერი არ არის, თუმცა სრულად დაზიანებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია დამნაშავე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

Facebook კომენტარები
avia biltebi