გორში, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა იწვის, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

1709
avia biltebi

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძარია. ცეცხლი ავტობანზე მოძრავ, საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა.

როგორც “პალიტრანიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. მომხდარის გამო, მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

Facebook კომენტარები
avia biltebi