გომბორის გზაზე ექსკურსიის ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 4 ადამიანი

601
avia biltebi

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი ავტობუსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თეთრწყლებთან ახლოს მოხდა.

როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. არიან დაშავებულები.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 ბრიგადა.

ამ თემაზე: 

გომბორის გზაზე დაშავებულები გლდანის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები არიან

საავადმყოფოში გომბორის გზაზე დაშავებული 7 ადამიანი უკვე შეიყვანეს

 

Facebook კომენტარები
Loading...