გაუფრთხილდით ყელს, სანამ ქრონიკული ლარინგიტი დაგემართოთ მიხედეთ თავს, ეს უნდა იცოდეთ!

839
avia biltebi

ლარინგიტი, ჩვეულებრივ, ჩნდება მაშინ, როცა ადამიანს ხმის იოგების ანთება უვითარდება. ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით, ბაქტერიული ინფექციებით, ხმის იოგების გაღიზიანებით ან დაძაბვით(ყვირილის, სიმღერის და სხვ. შედეგად).

ლარინგიტის სიმპტომები, ჩვეულებრივ, მარტივად ვლინდება – ხმაში ხრინწით ან მთლიანად ჩახლეჩვით. ასევე, შესაძლოა, შეიგრძნოთ ტკივილი ყელის არეში.

ხშირ შემთხვევაში, ლარინგიტი რამდენიმე დღეში თავისით ქრება, თუმცა, ეს უმარტივესი მეთოდი დაგეხმარებათ გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებაში.

გთავაზობთ რეცეპტს:

• 2 ს/კ ვაშლის ძმარი;

• 1 ჩ/კ კაიენური წიწაკა;

• 1 ს/კ თაფლი;

• ½ ფინჯანი წყალი.

მომზადების წესი:

ჩაასხით ძმარი წყალში, დაუმატეთ წიწაკა და თაფლი, შემდეგ კი კარგად მოურიეთ.
მიიღეთ ნაყენი დღესი ორჯერ, ყელში ქავილისა და გაღიზიანების მოსახსნელად.

გაითვალისწინეთ: მეთოდი გამოიყენება მხოლოდ გაციების შემთხვევაში. თუ თქვენ გაქვთ ალერგიული, პოსტტრავმული ლარინგიტი ან ალერგია თაფლზე, ნუ გამოიყენებთ ამ მეთოდს.

Facebook კომენტარები
avia biltebi