გაბუნიას კიდევ ერთი სკანდალური განცხადება-მარიამი იარაღით

711
avia biltebi

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემაზე”– ასე დაიწყო შესავალი სიტყვა გიორგი გაბუნიამ საკუთარ გადაცემაში, რომელიც ეძღვნება ინიციატივას, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს მიეცემა უფლება აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

აღნიშნული ნახატი კი რამდენიმე წლის წინ სკანდალის მიზეზად იქცა, როდესაც მხატვარ ლია უკლებას შემოქმედებას ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

Facebook კომენტარები
Loading...