ბარგთან ერთად გაფრენამდე მგზავრსაც აწონიან და წონის შესაბამის თანხას გადაახდევინებენ

490
avia biltebi

შესაძლოა, ავიაკომპანიებმა ჩასხდომამდე მგზავრების აწონვა დაიწყონ. ინიციატივით ბრიტანული სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ი გამოდის, რომელმაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან, მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც გამოცემა Lonely Planet-ი იუწყება, ინიციატივის მიზანი ავიაგადამზიდავის ხარჯების შემცირებისთვის ხელშეწყობაა.

სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ის დირექტორის როი ფუსკონეს თქმით, რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი ფრენისათვის, უფრო მეტი საწვავია საჭირო. ამიტომ, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ. როი ფუსკონეს განმარტებითვე, ეს ეხება როგორც ტვირთს, ასევე მგზავრის წონას.
ასე რომ მსუქანო ადამიანებო, თუ გსურთ იაფად იმგზავროთ სასწრაფოდ წონაში უნდა დაიკლოთ!

Facebook კომენტარები
Loading...