ახალი დეტალები ნუცუბიძეზე ნაპოვნი უზარმაზარი ქვეწარმავლის შესახებ!

873
avia biltebi

“ნუცუბიძის მე-3 პლატოს სკვერში სტუმარი გვყავს” – ასეთი სათაურით სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ საუბარი იყო საკმაოდ დიდ ქვეწარმავალზე.

ფაქტთან დაკავშირებით “პრაიმტაიმი” ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ 31 მაისს ნუცუბიძეზე მოსახლეობამ გველხოკერა მართლაც შენიშნა.

“ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის მე-5 კორპუსის სკვერში გველხოკერა აიყვანეს. დაახლოებით მეტრი და ოცი იყო სიგრძეში. ქვეწარმავალი კი, რომელიც ვიდეოში ჩანს, თითქოს უფრო დიდია. გვგონია, რომ ეს იგივე შემთხვევაა, რადგან 31 მაისს სხვა გამოძახება არ გვქონია. თუმცა მისამართი ზუსტად არ ემთხვევა. ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებდით მოცემულ ადგილს. ასი პროცენტით ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს გველი, რომელიც ვიდეოშია, იგივეა, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა აიყვანა”, – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში.

Facebook კომენტარები
Loading...