ახალგაზრდა ბიჭმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

423
avia biltebi

თურქეთის ქალაქ ანტალიაში 58 წლის ექიმის, გულსენ ბულუტუს და მისი 17 წლის ვაჟის, ოგლუ ბულუტუს ცხედრები იპოვეს. გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.

როგორც თუქრული პრესა იტყობინება, ცხედრები მეზობლებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მათ გულსენ ბულუტის მეუღლე ტელეფონით დაუკავშირდათ და აცნობა, რომ ცოლ-შვილთან კონტაქტზე ვერ გადიოდა.

გამოძიება პირველ ეტაპზე განზრახ მკვლელობის ვერსიას განიხილავდა, თუმცა ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით დადგინდა, რომ 17 წლის მოზარდმა დედას იარაღიდან სამი ტყვია ესროლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რა გახდა მომხდარი მიზეზი, ამას თუქრი სამართალდამცავები არკვევენ.

Facebook კომენტარები
Loading...