აღმოაჩინეს „ზომბის ვირუსი”, რომელიც ადამიანზეც გადადის

206
virusi
avia biltebi

ფოტო: shutterstock.com

ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირში ევროპელმა ვეტერინარებმა შეისწავლეს ფერმა, რომელში მცხოვრები აქლემების 3%-ს უცნაური დაავადება დაუდგინეს. ამის შესახებ Kopitiambot-ი წერს. 

აღმოჩნდა, რომ ცხოველების ტვინში დეგენერაციული ცვლილებები მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ქსოვილის ან ორგანოს (მაგალითად, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის) სტრუქტურული ან ქიმიური შედგენილობის ცვლილებას. დაავადების შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ცხოველი კვდება. ავადმყოფობა გამოწვეულია ცილის პროტეინების მოლეკულებით ცვლილებით.

ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ დაავადება ადამიანზეც შეიძლება გადავიდეს, რადგან ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში აქლემის ხორცსა და რძეს მიირთმევენ. 

ამ დაავადებას, სიმპტომებიდან გამომდინარე, “ზომბის დაავადებასაც” უწოდებენ. ამ  დროს ინფიცირებული უჯრედები ცოცხალი არსების ორგანიზმში ვრცელდება, აქვეითებს ტვინის ფუნქციონირებას, მადას, იწვევს კიდურების პარალიზებას და შედეგად, ცხოველი თუ ადამიანი იღუპება. 

ეს დაავადება თავდაპირველად ბრიტანეთში, ძროხებში დაფიქსირდა. აქლემების შემთხვევისგან განსხვავებით, ძროხებში კიდევ ერთი მახასიათებელი, აგრესია გამოვლინდა. სხვა ყველა ნიშნით, ალჟირში აღრიცხული აქლემებისა და ბრიტანეთში შემოწმებული ძროხების დაავადება ერთმანეთის მსგავსია.

Facebook კომენტარები
avia biltebi