„არ განიხილება შემამსუბუქებელი ღონისძიება. დაისჯება კანონით,“ – რა ელის 15 წლის მოზალადე ბიჭს, რომელიც გუშინ დააკავეს

814
avia biltebi

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელიც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებული არ არის, თუმცა როგორც გახარიას უწყებაში განმარტავენ, ის, რომ თავდამსხმელი არასრულწლოვანია, არ ნიშნავს, რომ პასუხს არ აგებს.

15 წლის ს.კ.- ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება არდაკავების მიზეზსს, უწყებაში ამბობენ, რომ მას არასრულწლოვანთა კოდექსი კრძალავს.

„ს.კ. პასუხს აგებს 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად. არ განიხილება არც მუხლის გადაკვალიფიცირება, არც რაიმე შემამსუბუქებელი ღონისძიება. ის დაისჯება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით“ – ამბობენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიკა გორგილაძეს.

Facebook კომენტარები
Loading...