ალოე ვერას გასაოცარი თვისებები

754
avia biltebi

ალოე ვერა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა. მისი ფოთლები უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. სამწუხაროდ, ყველამ არ იცის მისი უპირატესობების შესახებ.

დღეს ჩვენ მის 6 სარგებელზე გესაუბრებით!

1. ამცირებს სტრიებს. სტრიები ჩნდება არარეგულარული წონის, ორსულობის დროს. მათი ძირითადი მიზეზი კანის ბოჭკოების დაჭიმულობაა, შემდეგ მათი დახეთქვა და ნაწიბურიან ქსოვილად გარდაქმნა. ალოე ვერას გელი მათ წარმატებით ებრძვის. თუ თქვენ შეგიძლიათ იშოვოთ საპონი, რომელიც ამ ინგრედიენტს შეიცავს, გამოიყენეთ სტრიების საწინააღმდეგოდ.

2. აკნეს მკურნალი. ბევრი ადამიანი იტანჯება აკნეთი. აი რა შეგიძლიათ გააკეთოთ: აურიეთ 1 ს/კ ალოეს გელი ლიმონის 2-3 წვეთს. დაიტანეთ პრობლემურ ადგილას. დაელოდეთ მანამ, სანამ კანი არ შეისრუტავს.

3. მზისგან დამწვრობის წინააღმდეგ. თუ მზის დამწვრობა მიიღეთ, ალოე ვერას გელი დაგეხმარებათ. შეიზილეთ ის დამწვარ ადგილას რამდენჯერმე.

4. იცოდით, რომ ალოე ვერა ატენიანებს კანს? შეგიძლიათ ალოეს გელი დაიტანოთ კანზე, ან ისეთი კანის მოვლის პროდუქტი იყიდოთ, რომელიც მას შეიცავს.

5. მწერის ნაკბენის დროს. ალოე ვერა ანტიანთებითი საშუალებაა, ის კანს ნატურალურ ჯანმრთელობას უბრუნებს. ეს განსაკუთრებით მთავარია მწერების კბენის დროს. ალოეს გელი დაგეხმარებათ შეამციროთ სიწითლე და გასიება.

6. დაბერების ნებისმიერ ნიშანს ებრძვის. დაბერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიშანი ნაოჭებია. თუ ამ პროცესის შენელება გინდათ, ალოე ვერა გამოიყენეთ. შეურიეთ 1 /2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი 1 ჩ/კ ალოე ვერასა და 1 ჩ/კ შვრიას. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და დაელოდეთ 30 წუთით. ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები
Loading...