ავტოავარიის გამო პატრულმა პატრული დააჯარიმა

860
avia biltebi

15 მაისს, რუსთავში პოლიციის ეკიპაჟი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც პატრულმა პატრული დააჯარიმა. პირველად ინფორმაცია “ინფო რუსთავმა” გაავრცელა , შინაგან საქმეთა სამინისტროში კი უკვე დაადასტურეს.

შსს-ში ამბობენ, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება მანქანებს  უმნიშვნელოდაა დაზიანებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულმა პატრულის თანამშრომელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დააჯარიმა.

Facebook კომენტარები
avia biltebi